Friday, November 16, 2012


პროექტის  სახელი :     ვაზი და საქართველო
ავტორი: ნანა  თოდუა
პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული  ვაზის ჯიშების და ყურძენთან დაკავშირებული ქართული ტრადიციების მოძიება და გაცნობა.
სამიზნე ჯგუფი   :მერვე კლასი,
ვადები:3 კვირა
პროექტის მიზანი:საქართველო  ვაზისა და ღვინის ქვეყანაა.შესაბამისად,მასთან დაკავშირებული ტრადიციები  უძველესი დროიდან მოდის.მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ  და გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს,მის მოვლას, ღვინის დაყენებას,მისი  შენახვის წესებს, ჭურჭელს,მარანს. აგრეთვე რა პროდუქტებს ამზადებენ ყურძნისგან(ჩამიჩი,ბადაგი,თათარა.).
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები  იღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესებისგან,ფოტოებზე აღბეჭდავენ ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს,თათარის მოდუღების,ჩურჩხელების  ამოვლების პროცესს.იწერენ  ვაზთან დაკავშირებულ ლექსებს,სიმღერებს.იძიებენ ინტერნეტში საინტერესო მასალებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ვაზის ჯიშებისა და ყურძენთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ.მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო-ალბომს და მოაწყობენ  გამოფენას.
პროექტის აქტივობა:ჯგუფური მუშაობები,მოგროვილი მასა ლის ბლოგზე განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოალბომები,ჩანახატებისა და  ინტერვიუების  ჩანაწერები,შექმნილი ბლოგი.
სარგებელი  სხვებისთვის:ბავშვები  ეცნობიან  სხვადასხვა  კუთხის ბუნებას,კლიმატს,ტრადიციებსა  წეს-ჩვეულებებს,ხალხურ  შემოქმედებას,იქმნება  მათ მიერ ახალი ბლოგი,ფოტოალბომები, რითაც  ისინი  ეჩვევიან კომპიუტერთან  და  ინტერნეტში  მუშაობას.
სამუშაო  ენა: ქართული.
კავშირი  საგნობრივ ჯგუფებთან:
მ პროექტის განხორციელებით  მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს მრავალ  საგანში-ისტორია-გაეცნობიან ქართული კულტურის ნიმუშებს,გეოგრაფიაში-შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების  ადგილმდებარეობას;საბუნებისმეტყველო  საგნების სპეციალისტებთან  შეხვედრით  და  მათი  მიღწევების  გაცნობით  გაუჩნდებათ  ინტერესი  ამ  საგნებისადმი.  გამოიყენებენ  ისტ  საშუალებებს  სხვებთან  თანამშრომლობისთვის, ეროვნულ  რესურსებს დაამუშავებენ  ელ ფორმატში შექმნისა და  გავრცელების  მიზნით.კულტურა-შეისწავლიან  სხვადასხვა  კუთხის  მცხოვრებთა  ტრადიციებსა  და  სოც. მდგომარეობას.
პროექტის  ფასილიტატორი: ნანა  თოდუა.
პროექტის    ფასილიტატორის  ელ. ფოსტა:  nanatodua6969@gmail.kom